მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მომეცით სასამართლოს ნებართვა, 20 წლის საქმეებთან წვდომა და ნებისმიერს ჩავსვამ ციხეში"

5c6fc8b5acb10
ელენე კვანჭილაშვილი
22.02.19 14:00
3535
„მომეცით სასამართლოს ნებართვა, ორი გამომძიებელი, 48 საათი, 20 წლის წინანდელ საქმეებთან წვდომა და ნებისმიერს ჩავსვამ ციხეში, მათ შორის, ივანიშვილსაც და ყველაზე ადვილი, ივანიშვილის ჩასმა იქნება“ - ასეთია საერთაშორისო სავაჭრო პალატის დამოკიდებულება თიბისი ბანკისა და მისი აქციონერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.

თემაზე ფადი ასლიმ “საქმიან დილასთან” ისაუბრა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან ინტერვიუ ICC-ის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის წინ ანალიტიკის ავტორმა და წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა ჩაწერა. ამ სხდომაზე დახურულ ფორმატში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალები საბჭოს წევრებს თიბისი ბანკმაც მიაწოდა.

„10 წლის წინანდელ საქმეში ასე ადვილად ვერ ჩაიხედავ. კანონმდებლობის თანახმად, ბანკებს ამ ტიპის ინფორმაცია ღია უნდა ჰქონდეთ 6 წლის განმავლობაში და როდესაც მამუკას და თიბისის მოსთხოვეს 10 წლის წინანდელ ანგარიშებთან წვდომა, მათ შეეძლოთ უარი ეთქვათ, მაგრამ ასე არ მოიქცნენ“ - ამბობს ფადი ასლი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „ეს ტრანზაქცია იყო ერთადერთი, რაც შეიძლებოდა ინტერპრეტაციის საგანი გამხდარიყო. თიბისი ყველაზე გამჭვირვალე კომპანიაა. ისიც ვიცით, რომ ამ თანხის ნაწილი IFC-ის ანგარიშზე დაჯდა. მეორე ნაწილი ბანკის კაპიტალში ჩაბრუნდა. ფული არ გათეთრებულა. მაგრამ როცა რაღაცას მიზანმიმართულად ეძებ, ყოველთვის შეგიძლია იპოვო“.

„2018 წლის სექტემბრის შემოწმების (რომელიც 2007-2008 წლის ტრანზაქციებს ეხებოდა) შედეგად აღმოჩენილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამო, ეროვნული ბანკი, მისი მანდატისა და კანონმდებლობის ფარგლებში, ვალდებული იყო გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები“ - ასეთია ეროვნული ბანკის განცხადება, რომელიც მარეგულირებელმა გუშინ გამოაქვეყნა.

განცხადებაში ეროვნული ბანკი დაბეჯითებით აღნიშნავს, რომ „ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუტია. რეგულატორის მოვალეობაა მიიღოს საჭირო, ზოგჯერ - რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად. მიუხედავად სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ინტერესებისა, სებ-ი, მისი ფინანსური სტაბილურობის მანდატით, მომავალშიც, სრულად და დარღვევის პროპორციულად, განახორციელებს ყველა იმ საზედამხედველო ღონისძიებას, რაც აუცილებელია ჯანსაღი საფინანსო სისტემის ფუნქციონირებისათვის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები