ციფრული სერვისების განვითარებისა და სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ბაზისბანკის მომხმარებლებს უკვე მობილბანკით შეუძლიათ მომენტალურად გადარიცხონ ან მიიღონ თანხა ანგარიშზე მობილურის ნომრით, 24/7-ზე.
მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა საქართველოს ბანკის მიერ პირველად დაინერგა და მისი დახმარებით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პირველ ეტაპზე ბაზისბანკის და საქართველოს ბანკის ანგარიშებს შორის, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ ან მიიღონ თანხა. ტრანზაქცია მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აისახება.
მნიშვნელოვანია ის, რომ პირველად, მობილბანკით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე აშშ დოლარსა და ევროში.
ლარში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10,000 ლარის ოდენობის, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში 1,000 ერთეულის ლიმიტი მოქმედებს. გადარიცხვების განხორციელება კი შეუზღუდავი სიხშირით არის შესაძლებელი.
მომენტალური გადარიცხვების უპირატესობები:
- მობილბანკით თანხის გადარიცხვა/ჩარიცხვა მობილურის ნომრით
- პირველად, ვალუტის გადარიცხვა/ჩარიცხვა მობილბანკით
- 24/7-ზე თანხის მომენტალური ასახვა მიმღების ანგარიშზე
გადარიცხეთ თანხა მობილურის ნომრით სხვა ბანკში და მიიღეთ ანგარიშზე მომენტალურად, მობილბანკით 24/7-ზე.
მომენტალური გადარიცხვების შესახებ დეტალურად გაეცნობით აქ.




























