ქვეყანაში სამომხმარებლო აქტივობა მცირდება, რითეილ სექტორში გაყიდვების მკვეთრ ვარდნაზე საუბრობენ. სავაჭრო ცენტრების, ტექნიკის მაღაზიების და ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების ნაწილი აცხადებს, რომ დეკემბრის გაყიდვების გეგმების დაკორექტირება მოუწიათ და ის გათვლა რაც წლის ყველაზე შემოსავლიან თვეზე კეთდებოდა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მიუღწეველი გახდა. როგორ შეიცვალა მომხმარებლების განწყობები და როგორ იქცა წლის ყველაზე შემოსავლიანი დეკემბერი ბევრი ბიზნესისთვის ზარალიან თვედ?