ნოემბერში ერთი წელი შესრულდა მომხმარებელთა უფლებების კანონის განახლებიდან და მას შემდეგ რაც კონკურენციის სააგენტო ამ მხრივ ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში ჩაერთო.
ამ წლის ნოემბრიდან სააგენტოში საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის და სტრუქტურული ოპტიმიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, უწყების დებულებაში ცვლილებების საფუძველზე განახლებული სტრუქტურით უნდა განხორციელდეს საქმიანობა. მათ შორის სიახლე ითვალისწინებს ცვლილებას თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის შემცირებას, კომუნიკაციის დეპარტამენტის საერთაშორისო და ადგილობრივი მიმართულების გაძლიერებას, ქოლ-ცენტრის შექმნას, რომელიც სააგენტოში შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისა და მონიტორინგზე იქნება პასუხისმგებელი სხვა კიდევ არაერთ ცვლილებასთან ერთად.
სტუმარი: ირაკლი ლექვინაძე - "საქართველოს კონკურენციის სააგენტოს" ხელმძღვანელი;