„დიღომი 7“ კომპანია Room development -ის პროექტია, რომელიც აღმაშენებლის ხეივნიდან 100 მეტრში შენდება. პროექტი პრემიუმ კლასის 10 სართულიან საცხოვრებელ და გამწვანებულ სივრცეებს აერთიანებს.
კომპანიის არქიტექტორი ვახტანგ მაკასარაშვილი ამბობს, რომ თბილისის უძრავი ქნების ბაზარზე დაბალი ხარისხის პროექტების გადაჭარბებული მიწოდებაა, მოთხოვნა კი უმეტესად პრემიუმზე იკვეთება.
„Room development 3 წელია ბაზარზეა, ის კოვიდის დროს შეიქმნა, თუმცა მიუხედავად ამისა წარმატებით ასრულებს პროექტებს. გვაქვს ერთი დასრულებული პროექტი ორთაჭალაში, რომელიც სრულად რეალიზებულია და მეორე მიმდინარე, დიღომი 7-ში. ის უნიკალურია, რადგან მდებარეობს დაბალი ინტენსივობის გამწვანებულ გარემოში, ახლოს არის უნივერსიტეტებთან და დიღმის ხეივანთან, რაც ქალაქისა და ქალაქ გარეთ მიმართულებებთან მარტივ წვდომას უზრუნველყოფს.
ჩვენი კომპანია თავიდანვე პრემიუმზე გათვლილი ბრენდი იყო, ამიტიმ ყველა პროექტი ხარისხიანი დიზაინით და მასალით კეთდება და ასევე გაგრძელდება. მნიშვნელობას ვაქცევთ არქიტექტურულ გადაწყვეტებს და ვცდილობთ ის იყოს მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული. სახლი არ სრულდება მხოლოდ ბინით, ეს არის სრული ტერიტორია, რომელიც ასევე უნდა პასუხობდეს არსებულ მოთხოვნებსა და გამოწვევებს.
მომხმარებლები საკმაოდ გაიზარდნენ, ისინი ეძებენ პრემიუმს, დაბალი ხარისხის პროექტები გადაჭარბებით არის ბაზარზე, შესაბამისად უფრო მეტის უნდა კარგი გარემო, სწორედ ესაა მთავარი მიზეზი რატომაც ჩვენით ინტერესდებიან.
ვგეგმავთ ახალი პროექტის დაწყებას, განვიხილავთ რამდენიმეს და სულ მალე გაგაცნობთ ამ მხრივ სიახლეებსაც.“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას მაკასარაშვილმა.
























