მომხმარებლების მოთხოვნები საცხოვრებელი ბინების შესყიდვისას მნიშვნელოვნად გაზრდილია. როგორც კომპანია „გუმბათი ჰოლდინგში“ აცხადებენ, თუკი წლების წინ ისინი ბინის შეძენისას მხოლოდ კონკრეტული სახლის დაგეგმარებას აქცევდნენ ყურადღებას, დღეს მოთხოვნები სრული ტერიტორიის სწორ განაშენიანებას უკავშირდება.
როგორც კომპანიის დირექტორი ნატო ბოჭორიშვილი გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ ამბობს, დღეს თბილისის ბაზარზე მომუშავე დეველოპერები ერთმანეთს კონკურენციას სწორედ ამ მიმართულებით უწევენ, რაც პროექტებში საცხოვრებელთან ერთად, მოსასვენებელი, სამუშაო და გასართობი სივრცეების ინტეგრაციას მოიაზრებს.
“როცა ვმუშაობდით „ვაკე რეზიდენსის“ პროექტზე, ვნახეთ, რომ მოქალაქეებისთვის არ არის საინტერესო მხოლოდ ბინა. ის, რომ ბინის გეგმარება კარგი უნდა იყოს, ამაზე ყველა დეველოპერი შევთანხმდით. დღეს გარკვეულწილად გამოწვევაა გარე სივრცეების მოწყობა, ერთმანეთს ვეჯიბრებით რა მიმართულებით განვავითაროთ ესა თუ ის სივრცე რაც მცხოვრებლებისთვის უფრო მეტ კომფორტს შექმნის.
„ვაკე რეზიდენსი“ ამ მხრივ გამორჩეული პროექტია, რადგან სართულებს შორის 6 მეტრიანი ტერასაა, რომელიც 9-10 სართულებს შორი მდებარეობს. ეს იქნება ადგილი, რომელიც გააერთიანებს როგორც მოსასვენებელ, ისე სავარჯიშო და დასასვენებელ სივრცეებს, ეზოს კომპონენტი იქნება ატანილი მაღალ სართულზე.
როცა პროექტზე ვმუშაობთ, რამდენიმე არქიტექტურულ კომპანიასთან განვიხილავთ იდეებს, რომ იქიდან საუკეთესოს არჩევის შესაძლებლობა გვქონდეს. ბევრი არქიტექტურული კომპანია ასევე გვთავაზობს სხვადასხვა სერვისებს, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობის საკითხების მოგვარებასთან, იგივე მერიასთან ურთიერთობის ნაწილები, რაც დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
(R)




























