საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, გასულ წელს საქართველოს ბაზარზე მომხმარებლების დაბრუნების ტენდენცია იყო.
როგორც მან BM.GE-სთან აღნიშნა, სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, 2024 წლიდან მოხერხდა გარკვეული გარდატეხა. მამულაიშვილის ინფორმაციით, ამ დროიდან მოყოლებული, ბაზარი წლიურად საშუალოდ 15-20%-ით იზრდება.
ამასთან, ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა სექტორის გასული წლის ფინანსური მაჩვენებლები, თუმცა როგორც მამულაშვილი ამბობს, 2025 წელსაც, 2024-ის მსგავსად, მოსალოდნელია ზრდა სექტორის როგორც შემოსავლის, ისე მოგების ნაწილში.
"კმაყოფილები ვართ იმით, რომ ბიზნესმა მოახერხა, გარდატეხის მოეხდინა სექტორში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბაზარზე იმ მომხმარებლების დაბრუნება მოხდა, რომლებიც იყვნენ გასულები. ახლა ბაზარი ყოველწლიურად საშუალოდ 15-20%-ით იზრდება, მოყოლებული 2024 წლიდან. იმ პირველი ცვლილებების გარდატეხა 2024 წელს მოახერხა თავად ბიზნესმა, რაც შემოვიდა და რამაც ლეგალურ ოპერატორებს დააკარგვინა მომხმარებლები და შეუქმნა პრობლემები - მენეჯმენტის ჩართულობით, რომლებიც აქ ოპერირებენ, მოხერხდა ამ მომხმარებლების უკან დაბრუნება, თუნდაც იმ შეთავაზებებით, რაც გვაქვს",- ამბობს გიორგი მამულაიშვილი.
მისივე თქმით, სექტორისთვის მთავარი გამოწვევა არალეგალური ოპერატორებია.
"მეორე მომენტი, ეს არის არალეგალური ოპერატორები, რომლებიც დღესდღეობით საკმაოდ დიდ აქტივობას აკეთებენ საქართველოს ბაზარზე და ეს პრობლემას ქმნის ლეგალური ოპერატორებისთვის",- აღნიშნა მან.
"არალეგალური ოპერატორების დაბლოკვაზე კონსულტაციები მიდის" - რა გამოწვევები აქვს სათამაშო ბიზნესს?




























