მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლებმა TBC არხებით 2023 წელს სილამაზის სალონებში ₾36 მლნ-ზე მეტი გადაიხადეს

სალონი

TBC არხებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წელს ადამიანებმა სილამაზის ინდუსტრიაში ჯამში 36 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს - ამის შესახებ TBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია. თიბისიმ ყველა იმ სალონის (სულ 721 სალონი) მონაცემები გააანალიზა, სადაც 2023 წელს მომხმარებლებმა თიბისის ტერმინალით გადაიხადეს.

რაც ეხება ასაკობრივ სეგმენტებს, ირკვევა, რომ ყველაზე მეტს, სილამაზის სალონებში ერთ მისვლაზე, საშუალოდ 75 ლარს, 66 + წლოვანების ადამიანები ხარჯავენ. მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ასაკის ადამიანებმა 2023 წელს 8 ათასზე მეტი ტრანზაქცია განახორციელეს, ჯამში დახარჯულ თანხა კი ნახევარ მილიონს ცოტათი აღემატება. ტრანზაქციების რაოდენობითა და საერთო დანახარჯით ეს სეგმენტი მხოლოდ 17 წლის და ქვემოთ ასაკის სეგმენტს უსწრებს.

თიბისის მონაცემთა ანალიზის გუნდმა სილამაზის სალონებში ტრანზაქციების დინამიკა საათების ჭრილშიც შემოგვთავაზა. როგორც გაირკვა, სილამაზის ინდუსტრიასაც აქვს პიკური საათები, დღის 14:00 სთ-დან 18:00-მდე.

კვლევის ავტორები წერენ, რომ მოსალოდნელი შედეგი იყო გენდერული გადანაწილება. ქალები სილამაზის სალონებში 3-ჯერ მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე მამაკაცები. ხოლო თითოეული ვიზიტისას, ქალები საშუალოდ 15 ლარით მეტს იხდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები