მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომხდარი ტრაგედიის გამო, 3 აგვისტოს "თუშეთობა" აღარ გაიმართება

5d3d817a53da0
BM.GE
28.07.19 15:04
884
მომხდარი ტრაგედიის გამო, 3 აგვისტოს დაგეგმილი "თუშეთობა" აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„3 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, დაგეგმილი იყო თუშეთის სოფ. ომალოში ტრადიციული ღონისძიების "თუში მეცხვარის დღის - თუშეთობის" ჩატარება, მაგრამ გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ღონისძიება აღარ ჩატარდება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს, გარდაცვლილთა ოჯახებს!", – ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გუშინ, "კამაზის" მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. ერთ მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები