მომხმარებელი 2021 წელს ყველაზე ხშირად ინტერნეტის შეწყვეტისა და მისი უხარისხო მიწოდების გამო ჩიოდა. შესაბამისი საჩივრებით მოქალაქეებმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მიმართეს. აღნიშნული სტატისტიკა საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიშშია მოცემული.
ანგარიშის მიხედვით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ოფისში 2021 წელს სულ 971 საჩივარი შევიდა და აქედან 32% – 309 საჩივარი – ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება და მომსახურების შეზღუდვის ან/და შეწყვეტის პირობებს ეხებოდა. რიგით მეორე, ყველაზე აქტუალური პრობლემა უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან იყო დაკავშირებული – სულ 198 საჩივარი, ასევე 122 საჩივარი შევიდა მომსახურების მიღების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების დაყოვნების შესახებ.