მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მომხმარებელი ბაზრობებს თანამედროვე სავაჭრო ცენტრებით ანაცვლებს"

5ac4f0364f28f
სალომე მეცხვარიშვილი
04.04.18 21:00
876
უძრავი ქონების ბაზრის კვლევამ ახალი ტენდენცია გამოკვეთა ბაზრობებისა და ბაზრების მიმართულებით. Colliers International-ის ხელმძღვანელი ირაკლი კილაურიძე ამბობს, რომ მომხმარებელი ბაზრებს სასურსათო მაღაზიებით, ბაზრობებს კი თანამედროვე სავაჭრო ცენტრებით ანაცვლებს, თუმცა, ჩანაცვლების ტენდენცია უფრო ბაზრების მიმართულებით ფიქსირდება, ვიდრე ბაზრობების.

“დღეს რომ შეხედოთ რამდენიმე მსხვილ სუპერმარკეტების ქსელს, მათ განვითარებას, - განვითარების ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე ეკონომიკა ვითარდება. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის ბაზრის წილი, რომლებიც უკავია ბაზრობებს და ნაკლებად ორგანიზებულ სივრცეებს, მათ წილს იღებენ. მეტი მომხმარებლი დადის სავაჭრო ცენტრებში, ვიდრე ბაზრობებზე“,- აცხადებს კილაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები