მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მომხმარებელი მზად უნდა იყოს, რომ რძის ნაწარმში გაძვირებული ფასი გადაიხადოს"

5d486700e6e11
თამუნა ქემერტელიძე
06.08.19 10:20
1316
"რძის ინდუსტრიაში სიტუაცია არსებითად გართულებულია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ლარის კურსია", - ამის შესახებ bm.ge–სთან "ქართული რძის" პროდუქტების წარმომადგენელმა გიორგი ბალესიაშვილმა განცხადა.

მისი თქმით, რძის პროდუქტების მთავარი ნედლეულის შესასყიდი ფასიც გაიზარდა, რაც არსებითად ურტყამს რძის ინდუსტრიას.

"ბიზნეს–ოპერატორები ცდილობენ, გასაყიდი ფასი გაზარდონ, თუმცა აქ ერთი პრობლემაა: შესასყიდი ღირებულება ისედაც გაძვირებულია, მაგრამ საწარმოები მოკლევადიან პერიოდში ვერ ზრდიან გასაყიდ ფასებს, რადგან ამას სჭირდება 3-4 თვიანი პერიოდი - უნდა გააგებინო ქსელებს, რითეილებს. ფასების დინამიკას რაც შეეხება, უახლოეს პერიოდში, ჩემი აზრით, ფასები არ შეიცვლება, რადგან რძის პროდუქტების მთავარი ნედლეულის შესასყიდ ფასს შემცირების პირი არ უჩანს, შესაბამისად, მომხმარებელი მზად უნდა იყოს, რომ გაძვირებული ფასი გადაიხადოს რძის ნაწარმში", - აცხადებს ბალესიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი 2.8946 ლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები