მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებელი ონლაინ შესყიდვებზე გადაერთო" - ანზორ ქოქოლაძე

5ebc1d3e28285
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.20 20:20
1066
ტექნიკის კომპანია „ტექნობუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე მაღაზიების ამოქმედების შემდეგ არსებულ გაყიდვებს აფასებს და აცხადებს, რომ მომხმარებლის ქცევა შეიცვალა და ისინი უფრო მეტად ონლაინ შესყიდვებზე გადავიდნენ.

„მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობის კუთხით შეიმჩნევა, რომ მომხმარებელი მაინც ონლაინ შესყიდვებზე გადაერთო და ხდება ონლაინ შეკვეთები, რაც იმის დასტურია რომ ამ პერიოდის განმავლობაში ონლაინ გაყიდვების პოპულარიზაცია მოხდა. თუმცა, მაღაზიებში ჩვეულებრივი გაყიდვებიც უკვე საკმაოდაა და რაც იყო მაღაზიების დაკეტვამდე იმ ტენდენციით გრძელდება“, - ამბობს ანზორ ქოქოლაძე.

კომპანიის დირექტორმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია აგრძელებს თავისი 2020 წლის გეგმების შესრულებას ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე და მომხმარებელს ბევრ სიახლესაც შესთავაზებს, მათ შორის ონლაინ გაყიდვების მიმართულებით.

„ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ჩვენს მომწოდებლებთან, რომ შევინარჩუნოთ ფასები, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდი დევალვაცია მოხდა ლარისა. ვახერხებთ, რომ ფასები არ გავზარდოთ, და პირიქით მომხიბვლელ შეთავაზებებს ვუკეთებს მომხმარებელს, ასევე ვცდილობთ, რომ საბითუმო მიმართულებით განვვითარდეთ, ონლაინ გაყიდვები განვავითაროთ და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მომხიბვლელ ნაბიჯებს გადავდგამთ და ასევე აზერბაიჯანი-სომხეთის მიმართულებით ვფიქრობთ, რომ საბითუმო მიმართულება ეტაპობრივად განვავითაროთ, თუმცა იქაც სირთულეებია, რადგან დაკეტილია მაღაზიები“, - განუცხადა BM.GE-ს ანზორ ქოქოლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები