მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

momxmarebeli.ge -ს ახალი ინიციატივა

BM.GE
20.12.22 12:04
322
momxmarebeli.ge-ის ახალი ინიციატივა. საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს დასტურდება სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყების, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ წარმოებული კვლევებით. მაგალითად 2017 წელს აკრძალული ანტიმიკრობული საშუალებები აღმოჩნდა გამოკვლეული ცოცხალი ცხოველების (320 ცხოველი) 100%-ში! სეს-ის ინფორმაციით, ბოლო წლების მანძილზე მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობის შესახებ იმ სურსათში, რომლითაც ყოველდღიურად ვიკვებებით და ზოგადად, პრობლემის მასშტაბების შესახებ? 

სტუმარი: ვახტანგ კობალაძე - "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი", მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები