"თი ბი სი" ბანკი სესხების გალარების პროგრამასთან დაკავშირებით კლიენტებს შეხვდა და აღნიშნულ თემაზე მათ ინფორმაცია მუაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სესხების გალარების ტემპი დაჩქარდა, ბანკის ფინანსური დირექტორი, გიორგი შაგიძე ამბობს, რომ ეს ჯერ ახლოს არ არის სრულ რაოდენობასთან. როგორც ის "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, მათი მიზანია მოხმარებლებმა შეძლონ სესხებთან დაკავშირებული რისკების სწორად გაანალიზება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
"გვინდა დავანხოთ ის რისკები, რაც დოლარის სესხებს აქვს და გვინდა ავუხსნათ ის დეტალები, რაც დაკავშირებულია რეფინანსირების განაკვეთთან მიბმულ სესხებთან.
დღითი დღე უფრო აქტიურდება მომხმარებელი ამ პროგრამაში. დრო წაიღო, რომ კარგად გარკვეულიყო მოხმარებელი, რასთან ჰქონდათ საქმე. დღევანდელი გადასახედიდან განაკვეთებს შორის სხვაობა იმდენივეა,რამდენის სუბსიდიაც ხდება სახელმწიფოს მხრიდან. შემდგომში მომხმარებელმა თვითონ უნდა განსაზღვროს ქონდეს დოლარში სესხი და იყოს დამოკიდებული დოლარში კურსის ცვალებადობაზე, თუ გადაიყვანოს ლარში და დაზღვეული იყოს სავალუტო რყევებისგან. გვინდა ავუხსნათ, რა რისკებთან აქვთ საქმე ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც", - განმარტავს გიორგი შაგიძე.
მისი თქმით, სესხების გალარების ტემპი გასული კვირიდან მოყოლებული იზრდება და ამ დროისთვის ,,თი ბი სი’’ ბანკში დაახლოებით 400 მილიონია გალარებული.

























