მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მომხმარებელს ჯარიმების სამართავ სისტემას ვთავაზობთ“ - SoftX LLC

63fdddeb191e7
ნანუკა ნარიმანიძე
01.03.23 09:00
757
პლატფორმა Lookup.ge მომხმარებელს ჯარიმების მართვაში დაეხმარება - ამის შესახებ პლატფორმის შემქმნელი კომპანია SoftX LLC-ის დამფუძნებელმა თამარ გუდაშვილმა გადაცემა “ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა. მისივე თქმით, Lookup.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად და მოქნილად აკონტროლონ მათი სატრანსპორტო საშუალებები და დროულად გადაიხადონ ჯარიმები.

„სერვისი შეიქმნა იმისთვის, რომ ორგანიზაციებს დავეხმაროთ ჯარიმების მართვაში, ძალიან ხშირია ჯარიმების გაპრობლემება ორგანიზაციებისთვის, საქმე მიდის საურავამდე, ამის შემდეგ მოდის ყადაღა ან აღსრულების წერილი და მხოლოდ მაშინ აღმოაჩენენ, რომ რომელიღაც წელს ჯარიმა ჰქონიათ გადასახდელი. სწორედ ამიტომ პლატფორმაში ყველანაირი ინსტრუმენტია, რათა ბიზნესებმა ჯარიმა მარტივად და დროულად გადაიხადონ“, - ამბობს თამარ გუდაშვილი.

SoftX LLC-ს სხვა სტარტაპზეც მუშაობს, ისინი აგრძელებენ სხვა ციფრულ პროდუქტებზე მუშაობას და ცდილობენ იპოვონ ისეთი სერვისი, რომელიც მომხმარებლის სურვილებს დააკმაყოფილებს. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, თამარ გუდაშვილი აღნიშნავს, რომ სურს უცხოურ ბაზარზე გასვლა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარზე ოპერირებს კომპანია, აქტიურად გვინდა უცხოურ ბაზრებზე ციფრული პროდუქტების გატანა, ეს 2023 წლის მიზანია”, - აღნიშნა გუდაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია SoftX LLC-ის ძირითადი მიმართულება ბიზნესანალიტიკაა. ის მუშაობს კომპლექსურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაზე, ამჟამად კომპანია 12 ადამიანს ასაქმებს.