მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებელს მოსწონს, რომ დარბაზში აბსოლუტურად მწვანე გარემო ხვდება - "ოქტოპუსი"

61b33e7ec079b
ინგა მურუსიძე
11.12.21 00:00
727
1-ელი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდა. კვებისა და სამასპინძლე ბიზნესთან ერთად, „მწვანე პასპორტის“ გარეშე მოხვედრა შეუძლებელია ბავშვთა გასართობ ცენტრებსა და ფიტნეს-დარბაზებში.

BM.GE დაინტერესდა, რამდენად გაუმარტივდათ ბიზნესებს ახალ რეგულაციასთან შეგუება და რა პრობლემებს აწყდებიან მისი აღსრულების პროცესში. ფიტნეს-ცენტრის „ოქტოპუსის“ დირექტორი, გიორგი ასათიანი ამბობს, რომ მომხმარებელთა რიცხვი არ შემცირებულა და პირიქით, მოქალაქეებს უხარიათ, როცა „მწვანე სივრცეში“ შედიან სავარჯიშოდ.

„ცვლილება მომხმარებლის რაოდენობაში არ ყოფილა. პირიქით, მომხმარებელს მოსწონს, რომ აბსოლუტურად მწვანე გარემო ხვდებათ. რაც შეეხება თავად აღსრულებას, პირველი რამდენიმე დღე იყო ცოტა არეულობა, თუმცა დღეისთვის ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. მოვიფიქრეთ ასეთი რამ, რომ აცრილების და კოვიდ-გადატანილების მწვანე პასპორტები ჩვენს პლატფორმაზე ავტვირთეთ და მომხმარებელს ყოველ მოსვლაზე წვალება აღარ უწევს, რაც შეეხება სხვებს, მათ მუდმივად ვუმოწმებთ ტესტის ჩატარების ავთენტურობას“, - თქვა ასათიანმა.

რაც შეეხება ლოგისტიკურ პრობლემას, ძირითადად ორი პრობლემა გვქონდა, უცხოელების QR-კოდს არ კითხულობდა სისტემა და ამ მხრივ მიდგომა შეიცვალა, ხოლო მეორეა კოვიდ-გადატანილებზე. ასათიანის თქმით, იყვნენ მომხმარებელი, რომლებსაც ვირუსის გადატანის მიუხედავად, „მწვანე სტატუსი“ არ ჰქონდათ, თუმცა ეს პრობლემა უკვე მოგვარდა.

ცნობისთვის, „ოქტოპუსი“ 100-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და მათი დიდი ნაწილი აცრილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები