მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ყველაზე მეტი საჩივარი 2016 წლის განმავლობაში "სილქნეტის" წინააღმდეგ შევიდა. ანგარიშის მიხედვით, გასული წელს უწყებაში სულ 208 საჩივარი შევიდა, საიდანაც 42 "სილქნეტის" წინააღმდეგ იყო. შემდეგ მოდის "ჯეოსელი" 19 საჩივრით და მაგთიკომი 18 საჩივრით.
გასულ წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 122 საჩივარი დაკმაყოფილდა, 62 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 24 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2016 წლის ანგარიში დღეს წარადგინა. სამსახურის მიზანია, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა.

























