მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომხმარებელთა ინტერესებს მომხმარებელთა ომბუდსმენის ნაცვლად კონკურენციის სააგენტო დაიცავს

5d0b7c3503907
ელენე გოგბერაშვილი
20.06.19 16:27
1148
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულება მგრძნობიარე საკითხად განიხილება ამჟამად და კანონპროექტის იმ ვერსიის განხილვისასაც, რომელსაც 2016 წელს RIA ჩაუტარდა.

კანონპროექტის 2016 წელს განხილული ვერსია ითვალისწინებდა მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას. ეს ახალი ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი კანონპროექტის აღსრულებაზე.

2016 წლის RIA-ში ყურადღება იყო გამახვილებული ინსიტიტუტის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯებზე და ასევე, იმაზე შეძლებდა, თუ არა უწყება ჭარბი რაოდენობის საჩივრებზე ეფექტურ რეაგირებას.

დღეს კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს ახალი ინსტიტუტის შექმნას. სანაცვლოდ, აღსრულებაზე, კანონპროექტით, პასუხისმგებელი იქნება კონკურენციის სააგენტო.

ახალ სტრუქტურაში 20 ადამიანი დასაქმდება. 2021-2022 წლებში დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წელიწადში საშუალოდ 550 000 ლარი.

დოკუმენტის RIA-ს ავტორების განცხადებით, ამ სააგენტოს ახალი ფუნქციებით დატვირთვას კვლავ მოჰყვა კითხვა - გაუმკლავდება, თუ არა სააგენტო კანონპროექტით დაკისრებულ ტვირთს?

აღსრულებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემური საკითხია ჯარიმის ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შეთხვევაში.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ასევე, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა.

RIA-ს ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია ჯარიმის ოდენობის გამოთვლის მეთოდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები