მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებელთა რაოდენობა 4-5-ჯერ გაიზარდა" - რა შეცვალა VENDOO.GE-მ კორონავირუსის პირობებში

5e81e41c3dbd0
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.20 09:00
1908
ონლაინ საცალო ვაჭრობის პლატფორმის Vendoo.ge-ის მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო პერიოდში 4-5-ჯერ გაიზარდა. აღნიშნულის და ასევე, იმის შესახებ თუ რა გავლენა იქონია ბიზნეს მოდელის განვითარებაზე კორონავირუსმა, BM.GE „ვენდუს“ გენერალური დირექტორი ლაშა მაჭავარიანს ესაუბრა.

„რაც შეეხება კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, vendoo.ge საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ონლაინ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმაა, ამ მოვლენებმა კი, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა დააჩქარა. ახლა ჩვენი აქტიური მომხმარებელების რაოდენობა 4-5-ჯერ არის გაზრდილი და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება“, - ამბობს ლაშა მაჭავარიანი.

მისი თქმით, მომხმარებელთა მოთხოვნა სხვადასხვა მიმართულებით გაიზარდა და ბიზნესმა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შეძლო ახალი მოთხვნის შესაბამისად დაემატებინა ახალი კატეგორიები და მათი პარტნიორი ბიზნესების მხარდასაჭერად ინიციატივები განეხორციელებინა.

„ამ პერიოდში მოთხოვნა იმ პროდუქტებზე გაიზარდა, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვაში ეხმარებათ. გაიზარდა მოთხოვნა სამზარეულოს ტექნიკაზე, როგორიც არის პურის საცხობები და სხვადასხვა წვრილი ტექნიკა, ჩვენ ამის მარაგები გვქონდა და რაც შეიძლება დაგვჭირდეს, ყველაფერს ვაკმაყოფილებთ.

"ვენდუს" ჰქონდა ასეთი შეთავაზება, რომ 50 ლარის ღირებულების საქონლის შეკვეთის შემთხვევაში, მიწოდება უფასო იყოს, თუმცა მარტის განმავლობაში ყველა შეკვეთის მიწოდებას უფასოდ ვახორციელებდით. ამასთან, ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი, რომელიც ამზადებს საქველმოქმედო მაისურებს ჩვენი ქართველი ინფექციონისტების გამოსახულებით, ვეხმარებით, რომ ჩვენს პლატფორმაზე გაყიდოს ეს მაისურები და აქედან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. ამასთან, ქართულ სტარტაპებს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ და ამ რთული პერიოდის განმავლობაში მათ "ვენდუზე" განთავსების საკომისიოები გავუუქმეთ“, - ამბობს „ვენდუს“ გენერალური დირექტორი.

მისი თქმით, კომპანია ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს და მომხმარებელს უსაფრთხო მიწოდებას სთავაზობს.

„მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია სოციალურ დისტანცირებაზე და საქართველოში კომპანიებისთვის გამოქვეყნდა რეკომენდაციები, როგორ უნდა იმოქმედონ აღნიშნულ ვითარებაში ქართულმა კომპანიებმა, "ვენდუს" გუდი პირველივე დღიდან გადაერთო სრულად ამ დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე. საწყობში სისტემატიურად ტარდება დეზინფექცია, ჩვენი კურიერები აღჭურვილნი არიან პირბადეებით, ანტისეპტიკური საშუალებებით, მათი მანქანები ყოველდღიურად მუშავდება დილა-საღამოს, დატრენინგებულები არიან ჩვენი პარტნიორი საკურიერო კომპანიები Myposta და Onway, თუ როგორ უნდა მოხდეს საქონლის მიწოდება უკანტაქტოდ. ამოვიღეთ შეკვეთის ჩაბარებისას ამანათზე ხელმოწერა და შეკვეთის ჩაბარება ახლა პირადი ნომრის დაფიქსირებით ხდება. გადახდის მეთოდებს რაც შეეხება, ჩვენს საიტზე შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ადამიანებს შევუქმნათ კომფორტი მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აღნიშნა ლაშა მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები