გამოიყენე ვალენტინობის დღის შეთავაზებები Glovo-ზე?- პარტნიორი ობიექტები ამ განსაკუთრებული თარიღისთვის 30-50%-მდე ფასდაკლებებს გვთავაზობდნენ. თუ გლოვოს ერთგული მომხმარებელი ხარ, აპლიკაციაში სიყვარულის დღის აღსანიშნავად შექმნილ ბრენდირებულ “ბაბლსაც” კი შენიშნავდი.
Glovo ხშირად გვიზიარებს ინფორმაციას საინტერესო, სახალისო თუ უცნაური შეკვეთების შესახებ, თუმცა, ამ დღისთვის, არ გაგიკვირდებათ, რომ ყველაზე მოთხოვნადი ყვავილები და გამორჩეული საჩუქრები იყო. 14 თებერვალს გლოვოს საშუალებით კურიერებმა მხოლოდ თბილისში 450-ზე მეტი თაიგული მიართვეს ადრესატებს. თაიგულებიდან კი განსაკუთრებით პოპულარული არჩევანი წითელი ვარდების ნაკრები იყო.
1. 75 წითელი ვარდი - პარტნიორი Oriental
2. გულის ფორმის ვარდების კოლოფი - პარტნიორი Oriental
3. 35 წითელი ვარდი - პარტნიორი Roses by Toti
წითელი ვარდის თაიგული უკვე დიდი ხანია სიყვარულისა და ვალენტინობის დღის სიმბოლოდ იქცა და ყველა შეყვარებულის გულს სიხარულით ავსებს.
ტოპ სასაჩუქრე არჩევანში გავიდა ასევე Airpods Pro 2- პარტნიორი Itechnics. ყურსასმენი ყოველთვის სასიამოვნო საჩუქარია, რადგან ხშირად გვჭირდება ხმაურიან სამყაროს დავაღწიოთ თავი და მუსიკით დავტკბეთ. თანაც, ახალი თაობის და ყველასთვის საყვარელი ბრენდის ტარება განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას გვმატებს.
მეხუთე და დამსახურებული ადგილი დაიკავა Mini 11 Blush Pink Gift Box- პარტნიორი Fujifilm. ციფრულ სამყაროში ცხოვრების საინტერესო მომენტების დოკუმენტირებას ყველა მივეჩვიეთ, თუმცა, ხელშესახები და დეკორაციული ფოტო-სურათების გამოფენა განსხვავებულ სიამოვნებას გვანიჭებს. სასაჩუქრე ნაკრები განსაკუთრებით კარგი საჩუქარია თუ პარტნიორს მოგზაურობა, ლაშქრობა და თავგადასავლები უყვარს.
Glovo-მ საჩუქრების არჩევისა და შოპინგის პროცესი სასიამოვნო გამოცდილებად აქცია და მომხმარებლებს მისცა საშუალება საყვარელი ადამიანები საჩუქრებით ნებისმიერი ადგილიდან, სიშორის მიუხედავად გაეხარებინათ.

























