მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლები უპირატესობას პროდუქტის ადგილზე შეძენას ანიჭებენ - "ზოდი"

5ebd4c09d1b07
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.20 21:19
1482
„ზოდის“ დამფუძნებელი ზაურ გაბაიძე ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კომპანიის გაყიდვებს აფასებს და ამბობს რომ მაღაზიები სრული დატვირთვით მუშაობს.

როგორც BM.GE-სთან საუბრის შემდეგ ზაურ გაბაიძემ აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ მათ ონლაინ მაღაზიაც აქვთ, მომხმარებლები უპირატესობას პროდუქტის ადგილზე შეძენას ანიჭებენ.

„ჩვენი პროდუქცია არის სპეციფიკური, მომხმარებელმა თუ არ ნახა პროდუქტი, ისე უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ონლაინ გაყიდვებზე მომხმარებელთა ნაწილი მაინც მოდის, რადგან კომფორტულია ამგვარი სერვისი, თუმცა, როგორც კი მომხმარებელს მიეცა საშუალება, რომ ადგილზე მოსვლით შეეძინა პროდუქცია, რადგან ბევრი დეტალი აინტერესებდათ, მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს. პირველი ორი დღე, დაზუსტებით შემიძლიათ გითხრათ რომ მაღაზიებში დიდი რიგები იყო. საკმაოდ აკადემიურად ელოდებიან თავიანთ რიგს მომხმარებლები და ემორჩილებიან შინაგანაწესს, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დაცვიდან გამომდინარეობს. ჩვენი შოურუმები სათანადოდაა ღჭურვილი სადეზინფექციო და სხვა დამცავი საშუალებებით, იმისთვის რომ მომხმარებელთა და ჩვენთან დასაქმებულთა ჯანმრთელობა დაცული იყოს“, - ამბობს ზაურ გაბაიძე.

„ზოდის“ დამფუძნებლის შეფასებით, ამოქმედების შემდეგ ქართული წარმოების ქვებზე მოთხოვნა გაზრდილია და მათ გაყიდვებში დიდი წილი ამ პროდუქტს უკავია.

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გავხსენით 1 ძირითადი მაღაზია თბილისში და 3 რეგიონში.

ჩვენი ძირითადი მიმართულებები არის ბუნებრივი ქვები, მოსაპირკეთებელი მასალები, კარები და სხვა სარემონტო მასალები, ყველა ამ პროდუქტზე არის მოთხოვნა, თუმცა ქართული წარმოების ქვებზე მოთხოვნა გაზრდილია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ზაურ გაბაიძე BM.GE-სთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და სირთულეების მიუხედავად ბათუმში ახალი მაღაზიის გახსნა დააანონსა.

„ივნისის დასაწყისში დაგეგმილი გვაქვს ბათუმში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა, რითიც ჩვენ კიდევ ერთ რეგიონს მოვიცავთ“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები