მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებლებს მოვუწოდებ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ფინანსურ ვალდებულებებს"

5bf6782b36bf6
ლევან თაღიაშვილი
22.11.18 13:36
942
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, კახა კიკნაველიძე მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს და მათი პირობების შესრულებას. მისი თქმით, ეს იყო ერთჯერადი კომერციული ტრანზაქცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანებას, თუმცა ამან მომავალში მათ დამოკიდებულებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

„ჩვენი მხრიდან ეს იყო კომერციული ტრანზაქცია, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ვადაგადაცილებული მომხმარებლების დავალიანებას. ამ მხრივ მივესალმებით ინიციატივას, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ამან არ მოახდინოს გავლენა სამომავლოდ გადახდის დისციპლინაზე და მომხმარებლებს მოვუწოდებ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს და მათი პირობების შესრულებას.“ - განაცხადა კიკნაველიძემ. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები