მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლის შეცვლილი ქცევა და დაცარილებული სავაჭრო ქუჩები

608ffe64064c2
ანუკა ჯოხაძე
03.05.21 19:00
2615
2020 წელს თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები 169 მოიჯარემ დატოვა და გამოთავისუფლებული ობიექტების ჯამურმა ფართმა 11,385 კვ.მ შეადგინა.

Colliers International-ის ცნობით, თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე ვაკანტურობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღმაშენებლის გამზირზე ვაკანტურობა 10%-დან 16%-მდე გაიზარდა. 2019 წლის ბოლოს რუსთაველზე აღნიშნული მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა და 2020 წლის მონაცემებით 13%-იან ნიშნულს მიუახლოვდა; პეკინზეც ვაკანტურობის ზრდა დაფიქსირდა, 7%-დან 11%-მდე.

აღმაშენებლის გამზირზე მაღაზიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო ფეხსაცმლის საერთაშორისო ბრენდმა FLO-მ. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, გადაწყვეტილება მაღაზიის დახურვასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პანდემიამდე ჰქონდათ მიღებული, თუმცა კორონავირუსმა პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა. FLO-ს რეგიონული მენეჯერი ამბობს, რომ ძირითადი მიზეზი მომხმარებლის ქცევის ცვლილებაა. მათ სავაჭრო ქუჩებიდან მოლებში გადაინაცვლეს.

“ამ ეტაპზე ჩვენს კომპანიას არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მაღაზიას გავხსნით სავაჭრო ქუჩაზე. მომხმარებლის ქცევა არის რადიკალურად შეცვლილი. ისინი ანიჭებენ სავაჭრო ცენტრებში მისვლას და შოპინგს. გამომდინარე აქედან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ფილიალი, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე იყო განთავსებული დაგვეკეტა. მოლებში დიდი ჯაჭვი არის როგორც მომხმარებლების, ისე რითეილერების და სავაჭრო ცენტრების. კომბინირებულად ვმუშაობთ სავაჭრო ცენტრები და რითეილერები, რომ შევუქმნათ მომხმარებელს კომფორტი, რომელსაც ის ელოდება. ვფიქრობ, რომ ოფლაინ შოპინგს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ საქართველოში მომავალი აქვს. თუმცა მნიშვნელოვანია რომ შეიცვალოს მიდგომა - როგორც ინვესტორების, ისე რითეილერების მხრიდან, რომ განვითარება მოხდეს რეგიონებში და არ ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ დიდ ქალაქებზე”-აცხადებს FLO-ს რეგიონული მენეჯერი გიორგი გოჩიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები