მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონს საშემოდგომო სესიაზე გაიტანენ

5b4361b51f52b
მეგი კავთუაშვილი
09.07.18 17:29
653
"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. კანონპროექტის განხილვა დაინტერესებულ ჯგუფებთან სექტემბერ-ოქტომბერში განახლდება, ხოლო მისი ინიცირება პარლამენტის საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს უკავშირდება. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად დავიწყეთ ამ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის ანალიზზე (RIA) მუშაობა. ეს არის პროექტი, რომელიც ეხება როგორც მომხმარებლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლების ინტერესებს. ჩვენ გვინდა, რომ წინასწარ იყოს ცნობილი ყველა პოტენციური შედეგი, რომელსაც ახალი კანონი გამოიწვევს. კანონპროექტი ერთი მხრივ, იცავს მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებს, აწესებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. მეორე მხრივ კი, ქმნის ჯანსაღი კონკურენციის განვითარების პირობებს. ამდენად, საკითხი მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ოპერატორებისთვის,ისე მომხმარებლებისთვის“- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

ანგარიში მომავალი 3-4 თვის განმავლობაში მომზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები