მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მომხმარებლისთვის კრედიტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი”- ავტომობილების რეალიზატორები

5f906ecd0864b
ანუკა ჯოხაძე
22.10.20 00:00
1107
"იბერია ბიზნეს ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კრედიტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით არსებული რეგულაციები უფრო მეტად ლიბერალური უნდა იყოს.

ის ასევე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციებმა, რომელმაც ფიზიკურ პირებს სესხებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა, ავტომობილების რეალიზატორების გაყიდვებს დარტყმა მიაყენა.

“მანქანა ფუფუნების საგანია, შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია ეკონომიკური სტაბილურობა და რაც მთავარია კრედიტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა გარდა იმისა, რომ ეკონომიკა შემცირდა და უფრო მეტი ადამიანი დარჩა ნაკლები შემოსავლის გარეშე, არის სახელმწიფო რეგულაციები. ვგულისმობ საფინანსო ინსტიტუტებთან მიმართებაში, რომელიც მეტნაკლებად ლიბერალური უნდა იყოს, იმიტომ რომ მომხმარებელს კრედიტზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეს. მესმის, რომ ამას ჰქონდა რიგი მიზეზები რატომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენს სექტორზე ამ ყოველივეს ნეგატიური გავლენა ჰქონდა", – აცხადებს დავით გოგორიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა 2018 წელს გაამკაცრა. რეგულაციის ძირითადი პრინციპის თანახმად, ფინანსურმა ინსტიტუტმა ფიზიკურ პირს არ უნდა დააკისროს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) პირის გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები