მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხრე ვარ, რომ ქვეყნის შეფასების ყველა კვლევა გასაჯაროვდეს"

5b5834357c1be
BM.GE
25.07.18 12:25
760
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რომელი კვლევის „დამალვაზე“ ისაუბრა გუშინ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. გვენეტაძე ამბობს, რომ ის თავად მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში 15 წლის განმავლობაში და ის მომხრეა, რომ ქვეყნის შეფასების ყველა კვლევა გასაჯაროვდეს.

„ზუსტად ვერ ეტყვით რომელი კვლევა იგულისხმება, მაგრამ, გეტყვით რომ ზოგადად სავალუტო ფონდში 15 წელი ვმუშაობდი და თავად ვწერდი ასეთ ანგარიშებს და ყოველთვის იყო ჩემი მიდგომა რომ ქვეყნის შეფასების ანგარიშები ყოველთვის საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მე კონკრეტულად ვერ გეტყვით რომელ კვლევაზეა საუბარი, მე ყოველთვის მომხრე ვარ ქვეყნის შეფასების კვლევების გასაჯაროვების“, - ამბობს გვენეტაძე.

"სავალუტო ფონდი თავის ნაშრომებს მთავრობისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში აქვეყნებს“, - ამის შესახებ bm.ge-ს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომ განუცხადა. ფონდში ვერ აკონკრეტებენ, თუ რომელ კვლევაზე ისაუბრა გუშინ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლებიან.

ამასთან, ფონდში განმარტავენ, რომ კვლევები, რომლებსაც ფონდი ატარებს და შემდგომ აქვეყნებს, საჯარო ხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების თანხმობის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა დაუმალეს, რომელიც ქვეყანაში სიღარიბეს და ჭარბვალიანობას ეხებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები