მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მონანიების შემთხვევაში, ერთ წელზე ადრეც შეიძლება ამოვიდეს კომპანია შავი სიიდან - ლევან რაზმაძე

ლევან რაზმაძე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ამბობს, რომ კომპანიებს შავი სიიდან გასვლის ახალი საშუალება უჩნდებათ - თვითწმენდა.

კითხვაზე, შავი სიიდან თავის დაღწევის რა საშუალებები აქვთ კომპანიებს, ლევან რაზმაძე განმარტავს, რომ უკვე არსებული მექანიზმების გარდა, შესყიდვების შესახებ ახალი კანონით შავი სიის დატოვების მესამე საშუალებაც ჩნდება, რაც კომპანიის მხრიდან მონანიებას გულისხმობს.

„შავი სიიდან თავის დაღწევის ერთი საშუალებაა [სასამართლოში] გასაჩივრება, მეორეა ერთი წლის ვადის გასვლა და მესამე, ახალი კანონმდებლობით შემოვიდა თვითწმენდა, ანუ თუ მოინანიებს დამფუძნებელი და კომპანია, ან იმ მენეჯერს, რომელმაც ეს გადაცდომა გააკეთა, ასეთ შემთხვევაში ერთ წელზე ადრეც შეიძლება ამოვიდეს შავი სიიდან. მას წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს რამდენიმე კარგად შესრულებული ტენდერი, რეკომენდაციები იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც შეუსრულა ტენდერები. ეს კონკრეტულად გაიწერება კანონქვემდებარე აქტით, ახალი კანონმდებლობის ნაწილია“, - თქვა ლევან რაზმაძემ.

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, შესყიდვების შესახებ ახალი კანონით შავი სია მკაცრდება და შედეგად, შავ სიაში მოხვედრილი კომპანიის დამფუძნებელს ახალი კომპანიის დაფუძნება აღარ შეეძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები