მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მონაცემთა ცენტრები 5 წელიწადში ენერგიის შემნახველ სისტემებზე მოთხოვნის “ბუმს” გამოიწვევს - UBS

ubs

ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების გამო ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ენერგიის შემნახველ სისტემებზე მოთხოვნის “ბუმს” გამოიწვევს, ქარისა და მზის გენერაციის რყევების გამო კი უფრო მეტი ენერგიის შენახვა იქნება საჭირო - ამის შესახებ UBS Securities-ის ანალიტიკურ პუბლიკაციაში ვკითხულობთ.

UBS Securities-ის ანალიტიკოსმა იან იშუმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენერგიის შენახვის გლობალური მოთხოვნა 2026 წელს, შესაძლოა, წლიურად 40%-ით გაიზარდოს.

საქმე ისაა, რომ განახლებადი წყაროები ენერგეტიკის ერთადერთი სეგმენტია, რომლის მნიშვნელოვანი ზრდაც აშშ-ში მომდევნო 5 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი. თუმცა, რადგან მწვანე ენერგიას აშშ-ში გარკვეული პერიოდულობით გამოიმუშავებენ, იზრდება ამ ენერგიის შემნახველი ბატარეების საჭიროებაც.

ენერგიის “საწყობების” ჩინელი მწარმოებლებისთვის აშშ-ის ბაზარი, რომელზეც 20%-იანი წილი უჭირავთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მოგების მაღალი მარჟიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, UBS-ის ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ისეთ ეკონომიკებში, როგორებიცაა შუა აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრები, ზრდის ტემპი 30-50%-ს აღწევს.

იან იშუმ სასაწყობე სისტემების მწარმოებლებისთვის არსებულ რისკებზეც ისაუბრა, რაც აშშ-ის ბაზარზე პრეზიდენტ ტრამპის მიერ დამტკიცებული კანონით არის განპირობებული. კერძოდ, ჩინეთის მიერ კონტროლირებულ ან მათ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, აშშ-ის ენერგეტიკის სექტორში მონაწილეობის უფლება შეზღუდული აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები