მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონღოლურმა ბანკებმა რუსული ტრანზაქციების გატარება შეზღუდეს

სანქციები

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მკაცრდება - ამჯერად მონღოლურმა ბანკებმა რუსული ანგარიშების და ტრანზაქციების შეზღუდვა დაიწყეს.

როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება ბანკებმა ინდივიდუალურ დონეზე მიიღეს, რომლის განმაპირობებელი მიზეზი აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი საერთაშორისო რეგულაციებია, რომელიც ვაშინგტონს აძლევს იმის საშუალებას, რომ სანქციები დაუწესოს ნებისმიერი სახელმწიფოს წარმომადგენელს, კერძო პირსა თუ ორგანიზაციას, რომელიც ჩართულია რუსული სანქციების გვერდის ავლის პროცესში.

მონღოლეთის გარდა, შეზღუდვას უერთდებიან: ჩინეთი, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები