5 აგვისტოდან დღემდე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ მედიკამენტების გაცემისას დარღვევის 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის განცხადებით,
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 13 ფაქტი დაფიქსირდა, ასევე აფთიაქის უნებართვოდ საქმიანობის ერთი და მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოს გაცემის 11 ფაქტი.
ახალი რეგულაციით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგა 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. 5 აგვისტოდან დღემდე 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა ფუნქციონირება შეაჩერა.
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24-საათიანი მონიტორინგი გრძელდება.

























