მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტო

64c4ac2e15f45
მარიამ ვარადაშვილი
29.07.23 10:03
518
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

უწყების ცნობითვე, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები,  მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია- განმუხურის ტერიტორიაზე  3 წერტილი. 

"აღებულ სინჯებში ისაზღვრება  59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და  სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე",-აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები