“ქართული ბიზნეს გარემოსთვის მთავარი გამოწვევა მცირე ბიზნესის განვითარებაა”-ამის შესახებ ბიზნესმენმა სოსო ორჯონიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე ადამიანი ბაზარზე არსებულ სიტუაციას ვერ შევცლის. ორჯონიკიძის განცხადებით მცირე ბიზნესის განვითარების შემთხევაში, მოსახლეობას ფული გაუჩნდება და მდგომარეობა გამოსწორდება.
"უნდა განვითარდეს ისეთი სექტორი, როგორიცაა მცირე ბიზნესი. რამდენიმე ადამიანი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, სიტუციას ვერ შეცვლის. ამას მხოლოდ მონოპოლიზმისაკენ მივყავართ. მონოპოლია დამღუპველია განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. თუ მცირე ბიზნესი განვითარდება მაშინ ხალხს ექნება საშუალება ფული გამოუჩნდეს, თავისი თავი თვითონ განაგოს, დამოუკიდებელი გახდეს”-აცხადებს ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე.
სოსო ორჯონიკიძე კომპანია Rezid Holding GmbH-ის გენერალური დირექტორია, რომელიც ფლობს KING DAVID-ს, კასტელო მარეს სასტუმროს ციხისძირში და ა.შ.

























