მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მონოპოლიების გაჩენის რისკი ძალიან მაღალია"

5ad38dbe8a453
BM.GE
15.04.18 21:28
1131
"დღეს ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება დაახლოებით 300 კომპანიისგან მიღებული შემოსავლით. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა რომელიც გვერგო“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკაში არის სექტორები, სადაც მონოპოლიების გაჩენის რისკი ძალიან მაღალია.

„ საბაზრო ეკონომიკაში მონოპოლიები ნიშნავს ნაკლებ ეფექტურობას, გაზრდილ ხარჯებს და სამეწარმეო სულისკვეთების შემცირებას. ბარიერებში იგულისხმება სახელმწიფო სექტორიც. ბევრს დავდივარ რეგიონებში და ამ ბარიერების მოხსნის საუკეთესო მაგალითია მსოფლიოში უპრეცედენტო რეფორმა, რომელსაც 1 ივლისიდან განვახორციელებთ. ეს არის 5-ჯერ გადასახადის შემცირება. ამაზე მეტად დახმარება მცირე ბიზნესისთვის თითქმის წარმოუდგენელია. დაბალი გადასახადები არის აუცილებელი მაგრამ არა საკმარისი რომ მივაღწიოთ სასურველ ეკონომიკურ ზრდას“, - ამბობს მამუკა ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები