მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონტენეგროს მიზანი 2028 წლისთვის გაწევრიანდეს ევროკავშირში, მიღწევადია - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა

მონტენეგროს მიზანი 2028 წლისთვის გაწევრიანდეს ევროკავშირში, მიღწევადია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში ჩავიდა.

„ეს ძალიან ამბიციური და მიღწევადი მიზანია“, - აღნიშნა მან პოდგორიცაში ყოფნისას. მისივე თქმით, „ამისთვის აუცილებელია 2028 წლამდე ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმა, რათა ევროკომისიამ თქვას, რომ თქვენ მიაღწიეთ მიზანს და რეკომენდაციას ვუწევთ თქვენს მიღებას“.

ამასთან, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, მონტენეგრომ რეფორმების თვალსაზრისით დიდი შრომა გასწია. საერთო ჯამში, ქვეყანა ევროკავშირისკენ 380 მლნ ევროზე მეტი ოდენობის თანხას მიიღებს, მათ შორის 27 მლნ ევროს წლის ბოლომდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები