მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონტენეგროში "ქართული სახლი" გაიხსნება

5b29f36b3c7d4
მაია ბიწაძე
20.06.18 10:23
1257
მონტენეგროში "ქართული სახლი" გაიხსნება, სადაც ადგილობრივი მოქალაქეები და დასასვენებლად ჩასული ტურისტები ქართულ კულტურას, ფოლკლორს და სამზარეულოს გაეცნობიან, - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში მონტენეგროს საპატიო კონსულმა, თეიმურაზ ქურხულმა განაცხადა. მისი თქმით, აქტიურად იმუშავებენ, რათა ქართველი ტურისტებსაც შეეძლოთ მონტენეგროში მოხვედრა, ამისთვის შესაძლოა თბილისიდან ჩარტერული რეისების განხორციელება დაიწყოს.

"ჩვენ გვინდა იქ ქართული სახლის გახსნა, სადაც არა მხოლოდ რესტორანი, არამედ ქართული კულტრურა, ფოლკლორი, სამზარეულო იქნება წარმოდგენილი.
თუ ჩვენ თბილისიდან ჩარტერულ რეისებს დავიწყებთ, შევძლებთ გარკვეული რაოდენობის ტურისტების გადაყვანას. მოტენეგრო არის ძალიან საინტერესო ქვეყანა, ისტორიული ძეგლებით, პატარა ტერიტორიაა და გადაადგილება იოლია; ადგილზე ინფრასტრუქტურა და გზები ძალიან მოწესრიგებულია. მინდა ავღნიშნო, რომ ეს ყველაფერი ბოლო ათი წელის განმავლობაში გაკეთდა. საინტერესოა ის, რომ ისინი ძალიან სწრაფად ვითარდებიან, განსაკუთრებით კი დიდი როლი ამაში ნატოს წევრობამ ითამაშა", - განაცხადა თეიმურაზ ქურხულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები