მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Moody’s სებ-ის ახალ რეგულაციებს აფასებს

5ae304bc7dbaf
BM.GE
27.04.18 15:08
913
სარეიტინგო სააგენტო Moody’s ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს აფასებს. შეფასება შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის შეზღუდვას ეხება. კერძოდ, სებ-ის რეგულაციით, ბანკებმა სესხები მხოლოდ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის შემდეგ უნდა გასცენ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

Moody’s აღნიშნავს, რომ აღნიშნული სესხების გაცემისას ჯანსაღი სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ამასთან, სააგენტო მიუთითებს, რომ ცვლილებები ხელს შეუწობს საბანკო ბიზნესის ზრდას, განსაკუთრებით, სწრაფად მზარდ და მაღალშემოსავლიან სამომხმარებლო დაკრედიტების კუთხით. ამასთან შეამცირებს საცალო სესხების პორტფელის საკრედიტო რისკებს და შინამეურნეობების დავალიანების ზრდის ტემპს.

Moody’s აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საცალო კრედიტების ზრდა მშპ-ს ნომინალურ ზრდას უსწრებდა და მაგალითად გასული წლის ბოლოს 28%-ით გაიზარდა. კერძო სექტორის სესხების ზრდამ 11% შეადგინა. Moody’s-ის საკრედიტო შეფასება ახალ რეგულაციებზე „პოზიტიურია“.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები