მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Moody’s: ბრიტანეთის რეფერენდუმის მიერ გამოწვეული გაურკვევლობა ხანგრძლივი იქნება

576d1761438b8
BM.GE
24.06.16 15:16
1373
სარეიტინგო სააგენტო Moody's დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემგომ გაურკვევლობის პერიოდს პროგნოზირებს.
 
"დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა გაურკვევლობის ხანგრძლივ პერიოდამდე მიგვიყვანს, რომელიც ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის ფინანსურ მაჩვენებლებზე ზეწოლას განახორციელებს", - ნათქვამია Moody’s-ის განცხადებაში.

"ბაზარმა თავისი დაუყოვნებლივი რეაქცია უკვე აჩვენა ფუნტის მკვეთრი გაუფასურებითა და მსოფლიო საფონდო ბაზრების შესუსტებით. ბრიტანეთისა და ევროკავშირის ახალი ხელშეკრულების გაურკვევლობა, სავარაუდოდ საინვესტიციო ნაკადებს, ქვეყნის სამომხმარებლო დონესა ქვეყნის ნდობის ფაქტორს შეამცირებს, რაც მისი განვითარების პერსპექტივაზე აისახება", - განმარტავს Moody ის ანალიტიკოსი კოლენ ელისი.

მან აღნიშნა, რომ სარეიტინგო სააგენტო საკრედიტო რეიტინგებზე სერიოზულ ნეგატიურ გავლენას არ ელოდება.

Moody’s ვარაუდობს, რომ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარე სავაჭრო შეთანხმებებს შეინარჩუნებენ.

"Brexit-თან დაკავშირებული პოტენციური საკრედიტო რისკები არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს სუვერენულ რეიტინგს ეხება. პოტენციურად მაღალმა სავაჭრო ბარიერებმა შესაძლოა პროდუქტების გაყიდვების მოცულობები შეამციროს, რისგანაც სურსათის მწარმოებლები დაზარალდებიან“, - ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები