მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Moody's-მა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

57b591637e710
BM.GE
18.08.16 14:37
1995
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody's G20-ში შემავალ განვითარებად ქვეყნებში 2016 – 2017 წლების მშპ-ს ზრდის პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით 4.4% -5%-მდე გააუმჯობესა.

Moody's-ის ანალიტიკოსების აზრით, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა შედარებით დასტაბილურებულია, რასაც რუსეთსა და ბრაზილიაში მშპ ვარდის ტემპების შემცირება და ჩინეთის ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებული შეფასება უწყობს ხელს.

სააგენტო ჩინეთის 2016 წელს 6.6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, ხოლო 2017 წელს კი 6.3%-იანს. როგორც სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელია რომ 0.5-1.5%-ით შემცირდეს, ხოლო მომავალ წელს 1-2%-ით გაიზარდოს. სააგენტომ აშშ-ის 2016 წელს მშპ-ს ზრდა 2%-დან 1.7%-მდე შეამცირა, ხოლო მომავალი წლის პროგნოზი 2.3% დონეზე რჩება.

მანამდე სარეიტინგო სააგენტომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის შედეგად წარმოქმნილი რისკების გათვალისწინებით, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ეკონომიკის ზრდას გადახედა, თუმცა ევროკავშირის პროგნოზი არ შეცვლილა. აღნიშნული შეფასებით, ბრიტანეთის მშპ მიმდინარე წელს 1.5%-ით გაიზარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები