საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody’s ნავთობის ფასის პროგნოზს გადახედა. სააგენტოს ანალიტიკოსების პროგნოზით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ნავთობზე ფასი 40 დოლარზე დაბლა არ დაიწევს და ის 60$-ს არ ასცდება. 2017 წლისთვის კი შავ ოქროზე საშუალო ფასი 45 დოლარი იქნება.
ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 49,12 დოლარია, WTI-ის კი 47 დოლარი.

























