მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

მუდისი moody's

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Moody’s-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე შეიცვალა, რაც ასახავს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სიძლიერეს, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შორის ბალანსს. Moody’s-ი ელის, რომ 2026 და 2027 წლებში რეალური მშპ-ს ზრდა დაახლოებით 5.5% იქნება, რაც ხელს შეუწყობს ძლიერ საკრედიტო აქტივობასა და ჯანსაღ ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.

"Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბანკო აქტივების ხარისხი მდგრადი დარჩება. ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შინამეურნეობების შემოსავლების ჯანსაღი დინამიკა ხელს შეუწყობს მსესხებელთა გადახდისუნარიანობას.

კაპიტალის ბუფერები საკმარისი დარჩება, რასაც ხელს შეუწყობს მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნები და ძლიერი შიდა კაპიტალის წარმოქმნა. ასევე, მაღალი დარჩება მომგებიანობა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დეპოზიტების დედოლარიზაცია კვლავ გაგრძელდა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღადგინა უცხოური ვალუტის რეზერვები",- წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს, გასული წლის მარტში საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები