Fitch-ის შემდეგ Moody’s-ი მეორე საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოა, რომელმაც ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. სააგენტომ რეიტინგი უცვლელად დატოვა, თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევების ფონზე პერსპექტივა გააუარესა. Moody’s-ი აღნიშნავს, რომ მთავარი განმსაზღვრელი წინაპირობა, რამაც რეიტინგი შეიძლება გააუმჯობესოს პოლიტიკური ვითარების ცვლილება და ევროკავშირისკენ დაახლოების პროცესის განახლებაა. რა რისკებზე მიუთითებს საკრედიტო სააგენტო, რას ნიშნავს პერსპექტივის გაუარესება და როგორ აისახება სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები ინვესტორების განწყობაზე?