მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Moore 2025 წლის საუკეთესო აუდიტორულ და საბუღალტრო ქსელად დასახელდა - International Accounting Awards

Moore

საერთაშორისო ორგანიზაცია International Accounting Awards-მა (IAF) 2025 წლის საუკეთესო და ყველაზე ინოვაციური აუდიტორული და საბუღალტრო ქსელების დაჯილდოება გამართა, სადაც წლის ქსელის პრესტიჟული ჯილდო Moore Global-მა მიიღო.

ეს ჯილდო გლობალური საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურებების წამყვან პროვაიდერებს აჯილდოვებს და Moore Global-ის წევრი ფირმების გამორჩეულ ხარისხს, ერთგულებასა და კოლაბოლაციურ კულტურას უსვამს ხაზს.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქსელი ასეთ მნიშვნელოვან აღიარებას იღებს. ეს ჩვენი კოლეგების თავდადებისა და პროფესიონალიზმის შედეგია,“ - აღნიშნავენ Moore Global-ში.

ორგანიზაციამ მადლობა გადაუხადა საკუთარ წევრებს გაწეული შრომისთვის, ასევე სხვა გამარჯვებულებსა და ფინალისტებს 2025 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე.

Moore Global-ს საქართველოში კომპანია Moore Abc წარმოადგენს. კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს სრულ აუდიტორულ, საბუღალტრო, საშემფასებლო, საგადასახადო და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებებს სთავაზობს.

SARAS-ის მონაცემებით, 2024 წელს კომპანიამ საქართველოში აუდიტორულ კომპანიებს შორის, შემოსავლების პროცენტური ზრდით - 63%-ით, მე-2 პოზიცია დაიკავა, ხოლო შემოსავლების მიხედვით მე8 ადგილზე დაწინაურდა

უფრო მეტი დაჯილდოების შესახებ

International Accounting Forum & Awards (IAFA) ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ორგანიზებულია Arena International Events Group-ის მიერ და იმართება International Accounting Bulletin-ის (IAB) მხარდაჭერით. IAB არის ერთ-ერთი წამყვანი საბუღალტრო ინდუსტრიის ჟურნალი და კვლევითი პლატფორმა, რომელიც მრავალი ათწლეულია აშუქებს საბუღალტრო ქსელებისა და ასოციაციების საქმიანობას გლობალურ დონეზე.

IAFA-ს ძირითადი მიზნებია:

  • გამოავლინოს და დააჯილდოვოს ის ფირმები, რომლებიც გამოირჩევიან ინოვაციით, მომსახურების მაღალი ხარისხითა და ეთიკური სტანდარტებით;

  • წარმოაჩინოს ინდუსტრიის ლიდერები და ახალი ტენდენციები;

  • წაახალისოს პროფესიული ქსელებისა და ფირმების თანამშრომლობა გლობალურ მასშტაბზე.

გამარჯვებულები ირჩევიან დამოუკიდებელი ჟიურის მიერ, რომელშიც შედიან საბუღალტრო ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები, სფეროს მკვლევრები და მედიის წარმომადგენლები. გამარჯვება IAFA-ზე დიდი პრესტიჟია, რადგან მას აკრედიტაცია აქვს და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება საბუღალტრო და პროფესიული მომსახურებების სფეროში.

MOORE GLOBAL - ის ქსელის შესახებ

Moore Global წარმოადგენს ტოპ საერთაშორისო აუდიტორულ და საბუღალტრო ფირმების ქსელს ბრიტანული ფესვებით, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 116 ქვეყანაში, 547 ოფისით და 37,000-ზე მეტი თანამშრომლით და 110 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თავისი წევრების მეშვეობით, ეწევა პროფესიულ და ხარისხიან მომსახურებას

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები