მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Moore-ის ISO 9001:2015 სტანდარტზე დაფუძნებული აუთსორს ბუღალტერია

კომპანია Moore, რომელიც 100 წლოვანი Moore Global-ის წევრია საქართველოში მოღვაწეობის 17 წელს ითვლის და ბიზნესებს სრულფასოვან აუთსორს საბუღალტრო მომსახურებას სთავაზობს. ეს სერვისი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სანდო, გამჭვირვალე და ეფექტური ფინანსური აღრიცხვა სრული შტატის ბუღალტერთა გუნდის შენახვის გარეშე სურს.

კომპანიის მომსახურება მოიცავს სრულ საბუღალტრო აღრიცხვას ან კონკრეტული ბლოკების დაფარვას; ასევე დეკლარაციებისა და რეპორტების ზუსტ და დროულ მომზადებას; პირველადი დოკუმენტების მრავალსაფეხურიან კონტროლს; ხელფასებისა და საგადასახადო საკითხების სრულ მხარდაჭერას და ასევე ქლაუდ ბუღალტერიას, რომელიც ნებისმიერ მოწყობილობიდან მონაცემებზე წვდომას იძლევა. კომპანია ფლობს ISO სერტიფიკატს, რაც ხარისხიან, სტანდარტიზებულ და გამჭვირვალე პროცესებს უზრუნველყოფს.

სტუმრები: თეონა აბდუშელიშვილი - Moore -ის პარტნიორი;

სოფო აბაიაძე - Moore -ის პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები