მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოქალაქეები 3 დეკემბრიდან შეძლებენ შეამოწმონ შეეხებათ, თუ არა ვალების ჩამოწერა"

5bf27f13defd7
BM.GE
19.11.18 13:13
1182
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იმ პირების ბაზების შესაქმნელად, ვისაც ვალების ჩამოწერის ინიციატივა შეეხებათ, სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნება. მინისტრის თქმით, საკუთარი თავის გადამოწმება მოქალაქეებს ონლაინ 3 დეკემბრიდან შეეძლებათ.

„უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ დანერგილა. ზუსტად წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პრობლემის მოგვარება შეძლო ფონდმა ქართუმ. აქედან კაპიკი არ არის ბიუჯეტიდან.

ამ პაკეტში ყველა მსხვილი ამომღები შედის. ეს სია შედგა ბანკებისგან, ონლაინ მსესხებლებისგან და ამომღები კომპანიებისგან“ , - ამბობს მინისტრი და დასძენს, რომ ინიციატივა ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც და ლომბარდებსაც.

„შეიძლება პირს საშუალოდ 2 სესხი ჰქონდა, ამიტომ ჯამში სესხების რაოდენობა მილიონს სცდება. მოხდება ერთიანი დიდი ბაზის გაკეთება და 3 დეკემბრისთვის უკვე იქნება ვებ-გვერდი გაკეთებული, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება შეიყვანოს თავის მონაცემები და ნახოს ეხება თუ არა ეს ინიციატივა. მონაცემები დაცული იქნება. თვითონ ჩამოწერა განხორციელდება 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე“, - ამბობს მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები