რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ადამიანები, ქუჩაში არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად და საკუთარი ევროპული არჩევანის დასაცავად გამოვიდნენ.
ადგილზე სცენაა მოწყობილი, სადაც პოლიტიკოსები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები სიტყვით გამოვლენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივა.