მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეები ბოთლის სანაცვლოდ მალე "ტენეს" კრიპტოვალუტას მიიღებენ

648201d1bc4d7
ალა ისპირიანი
08.06.23 20:45
1790
მოქალაქეები ბოთლის სანაცვლოდ მალე " ტენეს" კრიპტოვალუტას მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ტენე" ავრცელებს.

"მოსალოცი ამბავი: ქართული ტექნოლოგიური კომპანია Edison Tech Solutions-ის ტექნოლოგიით დამზადებული პირველი ქართული "უკუვენდინგ" აპარატის "ჰარდი" ანუ კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულებულია, მალე დასრულდება პროგრამული ნაწილიც და ჩვენი მოქალაქეები ბოთლის სანაცვლოდ შეძლებენ მიიღონ ტენეს კრიპტო ვალუტა - "პლასტმასის ქოინი", რომლის გადაცვლაც "იუ ეს ბი" სადენში შეეძლებათ, სამომავლოდ კი ნაღდ ფულში!

აპარატი მოქალაქეს ასევე ტელეფონის დამუხტვის საშუალებასაც მისცემს, ამისთვის კი 1 ბოთლის ჩაგდება იქნება საჭირო", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ "ტენეს" ქარხანა საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენებს იბარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები