მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების დამოუკიდებელ აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ. შესაბამის ცვლილებებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ძალიან მცირე ნაწილი იყენებს სხვა აქტივების მმართველის არჩევის უფლებამოსილებას. თავად კერძო სექტორის ნაწილი კი ამ გადაწყვეტილებას იწუნებს და აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმის მეტი ეფექტურობისთვის აუცილებელია მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეთ. რა იცვლება საპენსიო დანაზოგებთან მიმართებაში და როგორია შეფასებები.