მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოქალაქეების ნაწილი პარლამენტთან რჩება - ვითარება აქციაზე

აქცია
05.10.25 01:00
468

აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტთან რჩება. არსებული ინფორმაციით, ისინი დილამდე აპირებენ ადგილზე დარჩენას. ადგილზე კვლავ მობილიზებულია საპოლიციო ძალები და სპეცტექნიკა.

ამ დროისთვის, თავისუფლების მოედანზე იმ სცენის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც დღევანდელი საპროტესტო აქციისთვის მოეწყო.

რამდენიმე ადგილას, სადაც მოქალაქეებმა ბარიკადები აღმართეს კვლავ არის ცეცხლის კერები.

თავდაპირველად, 16:00 საათისთვის, აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. შემდეგ, მათმა ნაწილმა ათონელის რეზიდენციასთან გადაინაცვლა და პრეზიდენტის სასახლის ეზოში შესვლა მოახერხა. მოქალაქეებმა ათონელის სასახლის რკინის ჯებირები გაარღვიეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენება მოჰყვა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველია გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები