მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოქალაქეებო, გადაბრძანდით პარლამენტის წინ. თქვენ გაქვთ ხუთი წუთი" - შსს

აქცია

"მოქალაქეებო, გადაბრძანდით პარლამენტის წინ. თქვენ გაქვთ ხუთი წუთი" - შსს-ს თანამშრომელი პარლამენტთან შეკრებილ "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეებს მიმართავს და მოუწოდებს, გადაინაცვლონ პარლამენტის შენობის წინ.

ამ წუთებში სამართალდამცველები ძალის გამოყენებით ატოვებინებენ მოქალაქეებს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელს.

რამდენიმე წუთის წინ შსს-მ სპეციალური განცხადებაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები